შპს "დილის პროდუქტები"

დღე იწყება დილით

შპს “დილის პროდუქტები” 2006 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, იქ არსებული ძველი მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე. კომპანია წელიწადში 75 მილიონზე მეტი ქათმის კვერცხის წარმოება-რეალიზაციას ახდენს საქართველოს მასშტაბით სამარკო ნიშნით “დილა”.

53 ჰექტარი ფართობის საწარმოს ტერიტორიაზე, სუფთა და ჯანსაღ გარემოში, განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინკუბატორი 400,000 ფრთაზე, სანაშენე წიწილების გამოსაზრდელი საფრინველე (140,000 ფრთა/ადგილი), კვერცხმდებელი ქათმის საფრინველეები (450,000 ფრთა/ადგილი) ბროილერის ქათმის საფრინველეები (260,000 ფრთა/ადგილი) და freerange ქათმის საფრინველეები. შპს “დილის პროდუქტები” ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ ადამიანს ასაქმებს.

ძირითადი რიცხვები

0

მილიონზე მეტი წარმოებული კვერცხი წელიწადში

0

დასაქმებული

0

ჰა საწარმოო ტერიტორია

0

ათასზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ყოველდღიურად

რატომ "დილა"?

ფრინველის
საკვები

ფრინველის საკვების ხარისხი დიდწილად განაპირობებს საბოლოო პროდუქტის – კვერცხის ხარისხს. ჩვენი ფრინველი იკვებება კომბინირებული ჯანსაღი საკვებით, რომელიც მზადდება საკუთარ საკვებ-დამამზადებელ საამქროში (15 ტონა/საათში ფხვიერი და 10 ტონა/საათში გრანულირებული საკვების წარმადობით). სასაწყობე მეურნეობა მოიცავს 3,000 კვ. მეტრი იატაკურ და 7,000 კუბ. მეტრი მოცულობის მარცვლეულის შესანახ ელევატორებს. ფრინველის საკვების ძირითადი ინგრედიენტებია მაღალი ხარისხის სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი და მზესუმზირის ზეთი.

დისტრიბუცია

მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი კვერცხი უმოკლეს დროში მიეწოდებოდეს. სწორედ ამიტომ შპს “დილის პროდუქტებს” თბილისსა და რეგიონებში აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწყობებით და 20-ზე მეტი სადისტრიბუციო ავტომანქანით. პროდუქცია მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჯანსაღ კონკურენციას უწევს ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელს. პროდუქციის შეძენა თბილისისა და რეგიონების დიდ, საშუალო და მცირე მარკეტებისა და ჰიპერმარკეტების უმეტესობაშია შესაძლებელი.

ხარისხი

უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მომხმარებლის უპირველესი დაკვეთაა. შპს “დილის პროდუქტების” უკვე მრავალი წელია ფლობს ISO 22000-2005 და ქართული ხარისხის ნიშანს. ხარისხის კონტროლი საქმიანობის ყველა ეტაპზე სხვადასხვა ფორმით ხდება და მოიცავს: საფრინველეების ლაბორატორიულ კონტროლს, ქათმის საკვების ლაბორატორიულ კონტროლს (საკუთარ ლაბორატორიაში), დეზობარიერებს, სპეც. აღჭურვილობას თანამშრომლებისთვის და შიგა სტანდარტით განსაზღვრულ სხვა პროცედურებს / აქტივობებს. პანდემიის დაწყებისთანავე განვახორციელეთ ყველა ის ცვლილება, რაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის წესრიგით იყო ნაკარნახევი და დღემდე უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ დადგენილი წესების დაცვას.

გარემოს დაცვა

გარემოზე ზრუნვა შპს “დილის პროდუქტების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფაბრიკაში არსებული ნარჩენების გადასამუშავებელი დანადგარი გარემოს იცავს დაბინძურებისაგან. 2017 წელს ეტაპობრივად დავიწყეთ ეკოშეფუთვის დანერგვა და შევიძინეთ კვერცხის დახარისხებისა და შეფუთვის უახლესი ჰოლანდიური წარმოების (SANOVO) ტექნოლოგიური ხაზი. იმავე წელს საქართველოს ბაზარზე პირველებმა წარმოვადგინეთ კომპანია HARTMANN მიერ წარმოებული ეკო-შეფუთვით ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი. დღეს ოთხივე ძირითადი ბრენდი – “Omega-3” (2017 წლიდან), “განთიადი” (2018 წლიდან), “XL” – ყველაზე დიდი კვერცხი (2020 წლიდან) და Free Range “ძიბა-ძიბა” (2020 წლიდან) ეკოშეფუთვებშია წარმოდგენილი.

პარტნიორები

პროდუქცია

  • Free Range, 1×6, თეთრი / ყავისფერი, ეკოშეფუთვა

    Freerange ძიბა-ძიბა, დილა, ეკოშეფუთვა

  • MG, OMEGA-3 კვერცხი, 1×10, თეთრი, ეკოშეფუთვა

    Omega-3, დილა, ეკოშეფუთვა

  • XL კატეგორია, 1×6, თეთრი, ეკოშეფუთვა

    XL, დილა, ეკოშეფუთვა

  • S კატეგორია, 1×10, თეთრი, ეკოშეფუთვა

    დილა, ეკოშეფუთვა

  • M კატეგორია, 1×10, თეთრი, ეკოშეფუთვა

    დილა, ეკოშეფუთვა

  • L კატეგორია, 1×10, თეთრი, ეკოშეფუთვა

    დილა, ეკოშეფუთვა

  • M კატეგორია, 1×10, ყავისფერი, ეკოშეფუთვა

    დილა, ეკოშეფუთვა

  • L კატეგორია, 1×10, ყავისფერი, ეკოშეფუთვა

    დილა, ეკოშეფუთვა

კონტაქტი

საწარმო: თეთრიწყაროს რაიონი სოფ. კოდა

სადისტრიბუციო ცენტრი: ქ. თბილისი, დიდი ლილო

+995 (32) 2 10 60 29

info@dila.com.ge