შპს "დილის პროდუქტები"

დღე იწყება დილით

შპს “დილის პროდუქტები” 2006 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, იქ არსებული ძველი მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე. კომპანია წელიწადში 75 მილიონზე მეტი ქათმის კვერცხის წარმოება-რეალიზაციას ახდენს საქართველოს მასშტაბით სამარკო ნიშნით “დილა”.

53 ჰექტარი ფართობის საწარმოს ტერიტორიაზე, სუფთა და ჯანსაღ გარემოში, განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინკუბატორი 400,000 ფრთაზე, სანაშენე წიწილების გამოსაზრდელი საფრინველე (140,000 ფრთა/ადგილი), კვერცხმდებელი ქათმის საფრინველეები (450,000 ფრთა/ადგილი) ბროილერის ქათმის საფრინველეები (260,000 ფრთა/ადგილი) და freerange ქათმის საფრინველეები. შპს “დილის პროდუქტები” ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ ადამიანს ასაქმებს.

ძირითადი რიცხვები

0

მილიონზე მეტი წარმოებული კვერცხი წელიწადში

0

დასაქმებული

0

ჰა საწარმოო ტერიტორია

0

ათასზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ყოველდღიურად